მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.
როგორც საქმის პროკურორი, დავით ყაზარაშვილი აცხადებს დაცვის მხარის მოთხოვნა, რომ ე.წ. ოქროს მოწმეების ჩვენებები მათი მტკიცებულებების ნუსხიდან ამოიღონ, უსაფუძვლოა. საუბარია იმ მოწმეებზე, რომლებიც დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ და ვერაფერს ვერ ხედავდნენ, პირველ ეპიზოდსაც კი ვერ ადასტურებენ.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5 პირი: ნიკოლოზ რევაზიშვილი, არჩილ გაგნიძე, ზ.ხ., ა.ქ. და ვახტანგ ჩიქოვანი არიან.