აჭარაში გამოვლენილი შემთხვევებიდან 20-ზე მეტი ქორწილებს უკავშირდება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურებუილი შემთხვევებიდან, 22 პირის ინფიცირების წყარო უცნობია. შვიდი შემთხვევა სამედიცინო დაწესებულებებში დაფიქსირდა, სამი ხოფის ბაზრობაზე, ერთი კი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში.აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ერთეული შემთხვევები გამოვლინდა მცირე სამეწარმეო ბიზნესებშიც.