ბათუმში, საკონდიტრო მაღაზია „დონას" თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაშია, ნაწილი - კარანტინში, საწარმო კი დაკეტილია - Palitra News

ბათუმში, საკონდიტრო მაღაზია „დონას" თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაშია, ნაწილი - კარანტინში, საწარმო კი დაკეტილია

2020-09-01 19:10:36+04:00

ბათუმში, ბოლოს 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ერთი თურქეთის მოქალაქე, სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელიც სამშობლოში გააგრძელებს მკურნალობას. მეორე ინფიცირებული კი საკონდიტრო მაღაზია "დონას" თანამშრომელია. ამჟამად საკონდიტრო დაკეტილია. თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაშია, ნაწილი - კარანტინში. მაღაზია 14 სექტემბერს განაახლებს მუშაობას.