ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საქართველოს ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. მათ სამთავრობო სტრუქტურებთან შეხვედრა სურთ.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების ახალი რედაქციით ჩამოყალიბების ინტერპრეტაცია არასწორად მოხდა.განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ბრძანებაში შეტანილი ცვლილება არ მოიაზრებს უნაყოფობის პრობლემის მქონე წყვილებისთვის და მარტოხელა ქალებისთვის ინვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის შეზღუდვას.
„კონკრეტულად ეს რედაქცია ითვალისწინებს გარკვეულ რეგულაციას სუროგაციის პროგრამებთან დაკავშირებით, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ბრძანების მომზადება მოხდა სფეროს ექსპერტების ჩართულობის გარეშე დაფიქსირებულია შესაბამისი ტერმინოლოგიის არასწორად გამოყენება, რამაც გამოიწვია შინაარსობრივი ცდომილება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე ცნობით, ასოციაციის მმართველი საბჭო ცდილობს ბრძანების სწორი რედაქციით ინტერპრეტაციას და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებას.