საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 8 აჭარაში გამოვლინდა - Palitra News

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 8 აჭარაში გამოვლინდა

2020-08-27 14:14:20+04:00

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 8 აჭარაში გამოვლინდა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ოთხი მათგანი სატვირთო ავტომობილის მძღოლის ოჯახის წევრია, ორი ქობულეთის ბოლო შემთხვევასთან არის კავშირში, ორი კი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. ამ ეტაპზე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30 პაციენტი იმყოფება, მათგან უმეტესობის მდგომარეობა მსუბუქია, რვას კი პნევმონია აღენიშნება.