გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანეს.
ადვოკატების განცხადებით, ცალხასად დადასტურდა, რომ იაკობ ბრეგვაძის მიერ ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც მართლმსაჯულების აღსრულებაში ხელის შეშლის მიზნით, დაზარალებულის მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.