მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ თერჯოლაში მამას 11 წლის შვილი ცემისას შემოაკვდა და კვალის დაფარვის მიზნით ხეზე ჩამოკიდა - Palitra News

მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ თერჯოლაში მამას 11 წლის შვილი ცემისას შემოაკვდა და კვალის დაფარვის მიზნით ხეზე ჩამოკიდა

2020-08-25 14:46:47+04:00

თერჯოლაში 11 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ახლობლები ახალ ვერსიაზე ალაპარაკდნენ.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მამას შვილი ცემის დროს შემოაკვდა, კვალის დაფარვის მიზნით კი ხეზე ამის შემდეგ ჩამოკიდა.მეზობლების თქმით, დაკავებული ძალადობდა, როგორც შვილებზე, ასევე ცოლზე.

სოფელში მერიის წარმომადგენლის, ფრიდონ კუტალაძის ინფორმაციით, მან ძალადობის შესახებ არ იცოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციას აცნობებდა. რწმუნებული პასუხისმგებლობას იმ ადამიანებს აკისრებს, რომლებმაც ინფორმაცია დამალეს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოზარდი გარდაცვლილი 23 აგვისტოს იპოვეს. დაკავებულია გარდაცვლილის მამა, რომელსაც ბრალს დღეს წაუყენებენ. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.