2020 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე ჯამში 220 მილიონ 407 ათას 109 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული. ამის შესახებ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული.
ამავე მონაცემებით, დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, ტოპ 3 ბანკში შედის საქართველოს ბანკი 97 მილიონ 601 ათას 889 ლარით, მას მოსდევს თიბისი ბანკი 76 მილიონ 800 ათას 696 ლარის დასაკუთრებული ქონებით. მე-3 ადგილზე გავიდა ქართუ ბანკი, რომელმაც 16 მილიონ 601 ათას 241 ლარის ქონება დაისაკუთრა.
2020 წლის მეორე კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.