ახალქალაქში დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის მანქანა აფეთქდა - Palitra News

ახალქალაქში დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის მანქანა აფეთქდა

2020-08-21 19:49:09+04:00

ახალქალაქში „ქართული ოცნების“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის მანქანა აფეთქდა.არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით რაც აფეთქებას გულისხმობს.