სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6 მილიარდ 30 მილიონ 600 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.6 პროცენტით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდში, სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 391 მილიონ 300 ათასი დოლარით. მეორე ადგილს 198 მილიონ 500 ათასი დოლარით მსუბუქი ავტომობილები იკავებს, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 130 მილიონ 100 ათასი დოლარით.
რაც შეეხება საიმპორტო პროდუქტებს, 2020 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 383 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს 290 მილიონ 800 ათასი დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებდა. ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 278 მილიონ 600 ათასი დოლარით.