ბრიტანელი რითეილერი Marks&Spencer დამატებთ 7 ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს, რაც საცალო ვაჭრობის სექტორისთვის ახალი დარტყმა გახდება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, გათავისუფლებები მეტწილად ნებაყოფლობით ან პენსიაზე ნაადრევანდ გასვლის ხარჯზე მოხდება.
M&S-ის ინფორმაციით 20 აგვისტომდე 19 კვირის განმავლობაში კომპანიის გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19,2%-ით შემცირდა. ამასთან, ტანსაცმლის გაყიდვები 49,1%-ით ხოლო კვების პროდუქტების გაყიდვები 1,1%-ით შემცირდა.
ცნობისთვის, M&S-მა უკვე ივლისში გვამცნო, რომ მაღაზიების მართვის მოდერნიზების ფარგლებში 950 სამუშაო ადგილის შემცირებას აპირებდა.