თელავის მუნიციპალიტეტში მოზარდმა პნევმატური იარაღით 9 წლის ბიჭი დაჭრა - Palitra News

თელავის მუნიციპალიტეტში მოზარდმა პნევმატური იარაღით 9 წლის ბიჭი დაჭრა

2020-08-19 13:02:34+04:00

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში პნევმატური იარაღიდან გასროლის შედეგად 9 წლის ბიჭი დაიჭრა. შემთხვევა ორი დღის წინ იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდები იარაღით თამაშობდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთ მოზარდმა შემთხვევით ისროლა. დაშავებული ბავშვი რეფერალურ სავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.