პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის საუბარი გამარჯვებაზე წინასაარჩევნო ბაქიბუქია. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკური ოპონენტების შანსები მცირეა, მაჟორიტარ კანდიდატად ირაკლი ოქრუაშვილის დასახელებით კი კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რა ტიპის ერთობა აქვს ოპოზიციას. ვოლსკიმ ხმების დაცვის საკითხზე ოპოზიციურ პარტიებს შორის დეკლარაციის შემუშავებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ხმები არა „ქართული ოცნებისგან“, არამედ მათგან არის დასაცავი.