კოლუმბიაში შეიარაღებული დაუდგენელი პირების თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა. შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, შემთხვევა ნარინიოს რეგიონში, ღამით მოხდა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელებს სახე დაფარული ჰქონდათ და ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ აღჭურვილნი. მომხდარი ფაქტი კოლუმბიის პრეზიდენტმა დაგმო და აღნიშნა, რომ ინციდენტს პოლიციისა და შეიარაღებული ძალების მაღალი თანამდებობის პირები შეისწავლიან. როგორც „როიტერი“ წერს, აღნიშნულ ადგილზე ნარკოვაჭრობა ფართოდ გავრცელებული დანაშაულია.