შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მამაკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, 1973 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცენტრალური რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1967 წელს დაბადებულ მოქალაქეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.მიყენებული ჭრილობების შედეგად, დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.