ჰკითხეთ დავით ბაქრაძეს, რა კომპრომისს უწოდებს ადამიანების წამებას, ქონების ჩამორთმევას, მედიის ფეხქვეშ გათელვას, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადების შეფასებისას. საუბარია დავით ბაქრაძის მიერ „რუსთავი 2“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი.