თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროკურორი, რომელიც ბაჩალიაშვილის ოჯახის მიმართ არაეთიკურად მოქმედებდა, საქმეს ჩამოაშორეს. რამიშვილის თქმით, გენერალურ პროკურორთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო და მან მიიღო საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტები სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით, რომელიც ბევრ საკითხს ნათელს მოჰფენს. თავის მხრივ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის ინფორმაციით პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ბოდიშიც მოიხადა.