ლიბანის პარლამენტმა, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ - ჯაზირა“ ავრცელებს. საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის არმიას უფლებას აძლევს, შეზღუდოს შეკრების, პრესის, სიტყვის თავისუფლება, შევიდეს კერძო საკუთრებებში და დააპატიმროს ნებისმიერი, ვისაც უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. შეგახსენებთ, ლიბანში საგანგებო მდგომარეობა ბეირუთში მომხდარი აფეთქების მეორე დღესვე, 5 აგვისტოს, ორი კვირის ვადით გამოაცხადა, თუმცა გადაწყვეტილება პარლამენტმა ახლა დაამტკიცა.