რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 902 701-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 129 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 15 260-ს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 710 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 7123- ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.