ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, დღეს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.ეროვნული ბანკის მონაცემებით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ კი შეადგინა 92 მილიონი ლარი. ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.07 პროცენტით, მაქსიმალური 8.19 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.153 პროცენტით განისაზღვრა.