კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან ისრაელში ახალი რეგულაციები ამოქმედდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ღია სივრცეებში შეკრების უფლება მაქსიმუმ 20 ადამიანს აქვს, შენობაში კი 10-ს. შეზღუდვა ვრცელდება როგორც სამუშაო, ასევე საჯარო სივრცეებზე. ამასთან, კერძო ავტომობილში დასაშვებ პირთა რაოდენობა სამს არ უნდა აღემატებოდეს. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში ბარები, კაფეები, პარკები და სადღესასწაულო სივრცეები გასულ კვირას დაიკეტა. ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის 85 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსს 613 ადამიანი ემსხვერპლა.