საქართველოს მასშტაბით, სოლიდარობის აქცია - „ექიმები თეთრი ხალათებით" გაიმართება. ექიმები სოლიდარობას „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დაკავებულ ექიმს გამოუცხადებენ.როგორც პალიტრანიუსს საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებიდან აცნობეს, 6 აგვისტოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გაფართოებული შეკრება გაიმართა. სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადოს დაკავებულ ექიმს. გამომსვლელებმა აღნიშნეს რომ მოქმედი რეგულაციების მხედვით ექიმებს კანონი არ დაურღვევიათ; წინასწარი პატიმრობის გამოყენება არის მიუღებელი და ატარებს სადამსჯელო ხასიათს; თავად ფორმა, როგორც მოხდა ექიმების დაკავება, სამედიცინო საზოგადოებისთვის არის სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი.შეგახსენებთ თბილისის საქალაქო სასამართლომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, ხოლო ამავე კლინიკის ექიმებს ვახტანგ ყიფიანსა და მაგდა ხოჭოლავას - პატიმრობა. აღსანიშნავია, რომ მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.