ევროპარლამენტარები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს ეხმაურებიან. როგორც ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აღნიშნავს, რუსეთის მიერ წარმოებული ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარების პოლიტიკის მარცხი აჩვენებს, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის წინაშე მარტო არ დგას და მას მხარს უჭერენ ძლიერი და ერთგული მეგობრები. კრამონი ტვიტერის გვერდზე ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს არ დაწყებულა და მას წინ რუსეთის მრავალწლიანი აგრესია უძღოდა.
თავის მხრივ, როგორც ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რუსეთისთვის ერთადერთი ევროპული გზა საქართველოსგან მაგალითის აღებაა, რომელიც წარმატებული ევროპული რეფორმების განხორციელებით მისაბაძია