ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.
დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, დავით მურვანიძეს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მისივე განცხადებით, ბრალი უსაფუძვლოა. ადვოკატ თემურ ადონიას თქმით, დავით მურვანიძეს ეუბნებოდნენ რომ დააკავებდნენ ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარებაზე და შემდეგ უკვე ბრალი წაუყენეს დანაშაულის შეუტყობინებლობაზე.
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანას წყნეთის გზაზე 28 ივლისს საღამოს ესროლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19 –108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.