ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა - Palitra News

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა

2020-08-07 10:00:36+04:00

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. „ოპერატიულ შტაბზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი მკურნალობს.

დე-ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 114 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი - გარდაიცვალა.