ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული 39 300-ზე მეტი აბიტურიენტიდან გამოცდებზე დაახლოებით 94% გამოცხადდა, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებული 3 600-ზე მეტი სტუდენტიდან გამოცხადდა 78%-ზე მეტი გამოსაცდელი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ მედიის წარმომადგენლებთან 2020 წლის საგამოცდო პროცესი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მასწავლებლის საგნის გამოცდებზე 12 000-მდე დარეგისტრირებული მსურველიდან მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 88%-მა, ხოლო სამაგისტრო გამოცდაზე 12.600-ზე მეტი დარეგისტრირებულიდან გამოცხადდა 87%-მდე მაგისტრანტობის კანდიდატი.
ცენტრის ინფორმაციით, იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები. მათივე ცნობით, გამოცდიდან მოიხსნა 3 აბიტურიენტი და 1 მასწავლებელი . ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება გრძელდება.