ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის გაცხადებით, ტურისტები, რომლებიც მიუნხენისა და პარიზის რეისებს ჩამოყვნენ, საქართველოში კარანტინის გავლის გარეშე შემოვიდნენ.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ამ რეისებს საქართველოს მოქალაქეებიც ჩამოყვნენ, რომლებიც ორმაგი მოქალაქეები არიან და ისინიც ქვეყანაში ასევე კარანტინის გარეშე შემოვიდნენ. მისივე თქმით, სახელმწიფო მზად არის ყველა სასტუმროსთან, რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ითანამშრომლოს კარანტინის პროექტით.
მარიამ ქვრიშვილის განცხადებით, 10 მარტიდან დაახლოებით 50 000-მდე ადამიანმა გაიარა კარანტინი. ქვრივიშვილის ინფორმაციიტ კარანტინის პროექტში ჩართული იყო 144-მდე სასტუმრო და დასაქმებული იყო 3300-ზე მეტი ადამიანი.