საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტში, ტყის ხანძარს ებრძვიან. Euronews-ის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობას 1 200-ზე მეტი მეხანძრე და 7 ვერტმფრენი ცდილობს.
როგორც ირკვევა, ცეცხლი გასულ საღამოს გაჩნდა და 500 ჰექტარზე არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწები და ტყის მასივი გაანადგურა. ამასთან, დეპარტამენტის ხელისუფლებამ ხანძარსაშიში ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.