ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრაში ბრალდებულის, ბუსა ჟვანიას დედის, ნინო ქადაგიძის განცხადებით, მისი შვილი სასჯელს იმსახურებს, თუმცა არა იმას, რაც წარედგინა.
ჟვანია იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება.
ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე ორი დღის წინ დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც.
პროკურატურამ ბუსა ჟვანიას ბრალდება ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინა.