Google-ის სარეკლამო გაყიდვები, მას შემდეგ, რაც მარტში კორონავირუსის პანდემიის გამო მკვეთრი ვარდნა განიცადა, კვლავ გაიზარდა. ამის შესახებ Google Alphabet-ის პრეზიდენტმა განაცხადა. კომპანიის კომერციული დირექტორის თქმით, ივნისის ბოლოსკენ გაყიდვებმა უკვე გასული წლის დონე აჩვენა.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შემოსავლებში 2%-იანი კლება აჩვენა, რაც ნავარაუდევზე 4%-ით ნაკლებია, მის აქციებზე ფასი დიდად არ შეცვლილა და ის ცალზე ათას 552 დოლარის ფარგლებში დასტაბილურდა. Alphabet-მა აქციების უკან ამოსყიდვის პროგრამა აამოქმედა და 28 მილიარდის აქცია იყიდა.
ცნობისთვის, კომპანიის შემოსავლებმა მეორე კვარტალში 38 მილიარდ 300 მილიონი დოლარი შეადგინა.