თოფაძეების ოჯახის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია, ვინ დაჭრა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტზეა დაკავებული. გიორგი ანთიძის განცხადებით უცნობია თავად მიიყენა ჟვანიამ დაზიანება თუ სხვა პირმა მიაყენა თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს რომ ლევან თოფაძეს არავინ დაუჭრია.
ადვოკატის თქმითვე ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, რის გამოც ამ ეტაპისთვის რაიმე საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და დაზარალებულის გამოკითხვა შეუძლებელია.
ადვოკატის ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა დაზარალებულის გამოკითხვამდე მათ რაიმე საფუძველი არ გააჩნია.