ნიქოზში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ნიქოზი-თბილისის მატარებლის მოძრაობის აღდგენას ითხოვდნენ. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ტრანსპორტის ამ საშუალებით სოფლის მოსახლეობა სარგებლობდა, მათ შორის სტუდენტები და თბილისში დასაქმებულები, ასევე ძირითადად მატარებლით ხდებოდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ჩატანა დედაქალაქში. მათივე თქმით, მგზავრობის საფასური მოსახლეობისთვის მისაღები იყო. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მატარებლის მოძრაობა უახლოეს პერიოდში არ აღდგა, საპროტესტო აქციები ამ მოთხოვნით გაგრძელდება.