დონალდ ტრამპი ჩინური კომპანიის Bytedance-ს აპლიკაცია TikTok-ის აშშ-ში აკრძალვის შესახებ განკარგულებაზე ხელის მოწერას შაბათს გეგმავს, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. „რაც შეხება TikTok-ს, ჩვენ მას შეერთებულ შტატებში ავკრძალავთ,“- აღნიშნა ტრამპმა. მისივე თქმით, ამ მიზნით, შესაძლოა საგანგებო უფლებამოსილება ან პრეზიდენტის განკარგულება გამოიყენოს. პრეზიდენტის მიერ აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ TikTok-ის ამერიკული ბიზნესის შეძენას კომპანია Microsoft-ი გეგმავს.