ამერიკის ხელისუფლებამ კომპანია Kodak-თან შეთანხმებას მიაღწია. საუბარია, ქვეყანაში არასაფირმო წამლების მეოთხედის წარმოებაზე. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კომპანია მზადაა აწარმოოს მედიკამენტები, რომლებიც არაა დაპატენტებული შტატებში, ანუ საუბარია, ბრენდული მედიკამენტების ანალოგების წარმოებაზე, იმავე შემადგენლობით.
ამერიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ხდება ამერიკაში წარმოების დაბრუნების ფარგლებში. მან ხაზი გაუსვა, რომ ამ დროისთვის ამერიკაში არასაფირმო მედიკამენტების ნახევარი ინდოეთიდან და ჩინეთიდან შემოდის.