პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში კონკრეტული ადამიანების და ოჯახების ტრაგედიების პოლიტიკური მოტივებით გამოყენება უნდა დასრულდეს. გახარია ბაჩალიაშვილის და შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეებს შეეხო და აღნიშნა, რომ პოლიციას და პროკურატურას გამოძიების წარმოებისთვის დრო უნდა მიეცეს. ამასთან მედიის წარმომადგენლების კითხვას, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს გამოძიების მიმართ უნდობლობა აქვს, პრემიერმა უპასუხა, რომ მსგავსი რამ არ მოუსმენია.