აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით კიდევ 1 461 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობამ 150 000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს გათვლებით, აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დაახლოებით ყოველ ერთ წუთში კორონავირუსისგან ერთი ადამიანი იღუპებოდა. „როიტერსი“ წერს, რომ აშშ-ში ბოლო 2 თვის განმავლობაში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობა სწრაფი ტემპით მატულობს.
უკანასკნელი 11 დღის განმავლობაში კი ფატალური შემთხვევების რაოდენობა 10 000-ით გაიზარდა. კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.