რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს "ცხელების ცენტრში“ მოთავსებულ 87 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი პაპუნა ბახტაძე აცხადებს პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში ბინიდან გადაიყვანა, მას მომატებული ტემპერატურა აღენიშნენებოდა.
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში აცხადებენ, რომ ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს, ამ ეტაპზე 87 წლის ქალის ინფიცირების წყარო უცნობია.