ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, მოქალაქეების 73 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვირუსის შედარებით დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია, 17 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ ეს ქართული გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა. გამოკითხული მოქალაქეების 53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ მორწმუნეები კორონავირუსით დაინფიცირებისგან რწმენამ დაიცვა, 38% კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
გარდა ამისა, NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების 30 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და გამიზნულად გავრცელდა, ხოლო 22%-ის აზრით, ლაბორატორიაში შეიქმნა, მაგრამ შემთხვევით გავრცელდა. 13 პროცენტი ამბობს, რომ კორონავირუსი ბუნებრივად გაჩნდა.