ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, მოთხოვნად რჩება 11-ვე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება.
როგორც პროკურორმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს უამრავი არგუმენტი, რომ 11 დაკავებული პირი კვლავ პატიმრობაში დარჩეს. მისივე თქმით არსებობს მიმავლისა და ახალი დანაშაულის ცადენის საფრთხეები ასევე მტკიცებულებების განადგურების ალბათობა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი დღეს იმართება. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.