„სასტუმროების დატვირთულობა 2019 წლის დონეს 2022 წელს დაუბრუნდება,“- ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, იმავე პერიოდში ფასი 2019 წელთან შედარებით 0-5%-მდე იქნება შემცირებული.
ამასთან, როგორც კვლევაში ვკითხულობთ, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, მოსალოდნელია სასტუმროების დატვირთულობის და ოთახის შემოსავლის - 80% და 85%-ით შემცირება.
კვლევის ავტორთა შეფასებით, კომერციული რეგულარული რეისების აღდგენის გადადება ადგილობრივი მოთხოვნის შედარებით პოზიტიური დინამიკით რამდენადმე ბალანსდება. 2020 წლისთვის დატვირთულობის კუთხით, „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზი 5%-ით უმჯობესდება.