საიდანაც უნდა მოსულიყო კორონავირუსი: ღამურადან თუ სხვა რამისგან, ის ძალიან, ძალიან საძაგელი რამ იყო კაცობრიობისთვის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანა კორონავირუსის კრიზისს, დაახლოებით 2021 წლის შუა პერიოდისთვის დაძლევს.
ცნობისათვის, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო გაერთიანებულ სამეფოში რეგულაციები გამკაცრდა. ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით დღეიდან მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
ბოლო მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 297 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 45 554 ადამიანი ემსხვერპლა.