პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, Covid-19-ის პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური შედეგების მინიმიზაციასა და დამატებით ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე საქართველოს მთავრობა მუშაობას განაგრძობს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით „მთავრობის მიერ დამატებით შემუშავებული ანტიკრიზისული ღონისძიებები, რომელიც კიდევ უფრო შეამსუბუქებს ეკონომიკური კრიზისის ნეგატიურ შედეგებს და მეტად ორიენტირებული იქნება მოქალაქეების მხარდაჭერაზე, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება.
შეხვედრისას, გიორგი გახარიამ სწორი მიზნობრიობების განსაზღვრის მიმართულებებით საკუთარი წინადადებები წარუდგინა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ხოლო ქვეყანაში არსებული ფინანსური რესურსების შესახებ - ფინანსთა მინისტრმა.
შეხვედრაზე განიხილეს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით გათვალისწინებული სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებების მიმდინარეობა.
ამ დროისათვის, სხვადასხვა სახის ფულადი კომპენსაცია სახელმწიფოსგან, ჯამში, 685 986-მა ადამიანმა მიიღო.