ლილოს ბაზრობაზე დღეს ფართომასშტაბიანი სკრინინგი დაიწყება. ამის შესახებ მან "პალიტრანიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე ფართომასშტაბიანი კვლევები მხოლოდ ლილოს ბაზრობაზე იგეგმება. როგორც მან აღნიშნა, გუშინ ლილოს ბაზრობაზე დასაქმებული გარკვეული ჯგუფი გამოიკვლიეს, მათი პასუხების შემდეგ კი დამუშავდება ალგორითმი, როგორ დაიწყონ ლილოს ბაზრობაზე ადამიანების უფრო ფარტომასშტაბიანი სკრინინგი გარდაბნის პარალელურად.
გამყრელიძე ხაზს უსვამს, რომ გარდაბნის ბევრი მცხოვრები სწორედ ლილოს ბაზრობაზე მუშაობს და აღნიშნული ბაზრობის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგის ჩატარება ამის გამო მოიაზრება.