მთავრობის წევრებს მოლოდინი აქვთ, რომ მოსახლეობა 2020 წლის არჩევნებზე ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და სწორ არჩევანს გააკეთებენ წარსულსა და მომავალს შორის.
როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების მაჟორიტარების კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა, კანდიდატები შერჩეულები არიან პროფესიონალური ნიშნით და მათ კარგად აქვთ გააზრებული ის პასუხისმგელობა, რომელიც ეკისრებათ მოსახლეობის წინაშე.
თავის მხრივ, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, “ქართული ოცნება” დარწმუნებულია, რომ მოსახლეობას მოლოდინს არ გაუცრუებს.