პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველო მზად არის არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატაროს სამართლიანი და გამჭვირვალე, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები.
თალაკვაძემ არჩევნების ჩატარების საკითხზე, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ამ წლების განმავლობაში თითოეულ ჩვენს თანამოქალაქესთან, ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებთან ერთად, იმუშავა, რომ დაცული ყოფილიყო ქვეყნის მშვიდობა და უსაფრთხოება.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხზე ისაუბრა ასევე ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემაც. როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნება“, როგორც მმართველი პარტია, პასუხისმგებლობას იღებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე.