ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სასწავლო პროცესი სავარაუდოდ, შერეული სწავლების მოდელით განახლდება, რომელიც როგორც უშუალოდ სკოლაში სიარულს, ასევე ონლაინ სწავლებას მოიცავს.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება რეკომენდაციები, რომელიც სკოლებმა უნდა დაიცვან. მისივე თქმით დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, საფუძველი იმისა, რომ სწავლის დაწყებისთვის მოსალოდნელ რისკებზე მოხდეს დაფიქრება, არ არსებობს, თუმცა მომზადება მიდის იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო.
კითხვაზე: ხომ არ მოიაზრება ონლაინ სწავლება მაღალი, ხოლო სასკოლო სწავლება დაბალი კლასებისთვის, გაბუნია ამბობს, რომ იქ, სადაც შესაძლებელია ონლაინ საკლასო სწავლება, მაქსიმალურას უნდა იყოს გამოყენებული.