საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე უკვე განახლდა.
მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1010 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 885-ს შეადგენს.
გარდაცვლილია 15 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 5640 პირია მოთავსებული. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 244- ია იმყოფება. გაიზარდა უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები ს რიცხვი და ამ ეტაპზე 41-ს შეადგენს.