რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის საკითხს დღეს ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე განიხილავენ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, გახელაძის საკითხთან ერთად სხდომაზე ასევე განიხილავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებების სხვა საკითხებსაც.
ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, 11 ივლისს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 33 წლის ზაზა გახელაძისა და მისი მეგობრის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ინციდენტის შედეგად ზაზა გახელაძე დაიჭრა, მესაზღვრეებმა ის დააკავეს და ახალგორის მიმართულებით წაიყვანეს.