კახეთში სტიქიის შედეგად, 112-მდე სახლი და 4000-მდე ჰექტარი ვენახი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაზიანდა - Palitra News

კახეთში სტიქიის შედეგად, 112-მდე სახლი და 4000-მდე ჰექტარი ვენახი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაზიანდა

2020-07-16 16:08:30+04:00

კახეთის მხარის რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგად, დაახლოებით 112 სახლი დაზიანდა, ზარალი განიცადა, დაახლოებით, 4000 ჰექტარი მიწის ფართობზე არსებულმა ვენახმა და სასოფლო - სამეურნეო სავარგულებმა.

მხარის რწმუნებულის ინფორმაციით, ვისაც სამეურნეო მიწები დაზღვეული ჰქონდა, ანაზღაურებას მიიღებს, ვისაც დაზღვეული არ ჰქონდა თავად მოუწევს პრობლემასთან გამკლავება.