ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება კომახიძემ თავად გააჟღერა. ყოფილი მერი არ ადასტურებს ინფორმაციას რომ გადაწყვეტილების მიზეზი ქართული ოცნების მხრიდან მისი საარჩევნო სიაში არ შეყვანაა.
„არ ვადასტურებ უარის თქმის ინფორმაციას. ამაზე კონსულტაცია დასრულებული არ არის. ღირსეული შემოთავაზებები მაქვს სახელმწიფოსგან“, - განაცხადა ლაშა კომახიძემ, თუმცა არ განუმარტავს, კონკრეტულად რა ტიპის შემოთავაზებაზეა საუბარი.
შეგახსენებთ, ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს.